უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
განცხადებები
საქართველოს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, განსაკუთრებით უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბოლო დროს  წარმოებულ საინფორმაციო კამპანიას. იხილეთ PDF-ში.
დაუყოვნებელი გამოცემისათვის - 22 თებერვალი 2010

პრეს რელიზი


„მე-19 მუხლი“, სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთნა ერთად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს წამყვან ქართველ ჟურნალისტ, ვახტანგ კომახიძეზე მუქარა და ზეწოლა.
კომახიძემ განაცხადა, რომ 10 თებერვალს მას მოკვლით დაემუქრნენ. იგი ახლახანს დაბრუნდა სამხრეთ ოსეთიდან, სადაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ვრცლად იხილეთ PDF-ში

22 თებერვალი 2010

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“, „ობსერვატორია უფლებადამცველთა დაცვისათვის“ (წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის – OMCT, და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის - FIDH ერთობლივი პროექტი), „ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი“, „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი“, „ფრონტლაინი“ და „მე-19 მუხლი“ გმობენ გამომძიებელი ჟურნალისტის, ვახტანგ კომახიძის წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ დევნასა და ზეწოლას, ასევე მის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას. სრული ვერსია იხილეთ PDF-ში.
ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურად.
ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურად.
2010 წლის 22 იანვარს, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ რეგიონალური კორესპონდენტი და რეგიონალური გაზეთის „ქართლის ხმის“ რედაქტორი საბა წიწიკაშვილი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი გახდა. დაცვის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელი შეუშალეს მას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ნახეთ PDF-ში

15 იანვარს სასტუმრო „ამბასადორში“ „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურმა ქსელმა“, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „სამოქალაქო მანიფესტი“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მრგვალი მაგიდა გამართა.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურად.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურად  PDF ფორმატში.
ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ და რუსულ ენებზე.



2009 წლის 10 დეკემბერი

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს, „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ წევრები  თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებს აღნიშნავენ. თუმცა, აქვე მწუხარებით აღიარებენ, რომ სამხრეთ კავკასია მსოფლიოს იმ ნაწილად რჩება, სადაც სხვათა უფლებებისა და სიცოცხლის დამცველები საკუთარი წარმატების მსხვერპლნი ხდებიან - ხშირად ადამიანის უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლის პასუხად, სახელმწიფო უფლებადამცველების მიმართ სხვდასხვა სახის ძალადობრივ და რეპრესიეულ ზომებს მიმართავს.

„უფლებადაცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“  წევრი ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან  საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის არ სამმართველოს წარმომადგენლების მიერ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელ თედო ჯორბენაძეზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობის გამო.
ნორვეგიის პენი, ფონდი - ადამიანის უფლებათა სახლი და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი შეშფოთებულნი არიან  საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის არ სამმართველოს  მიერ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელ თედო ჯორბენაძეზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობის გამო.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ გმობს 2009 წლის 23 ნოემბერს მოძრაობა „7 ნოემბრის“ ლიდერების - დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანის და ირაკლი კორძაიას დაკავების ფაქტს იმ დროს, როცა ისინი თავიანთი სამოქალაქო პოზიციას სრულიად მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ. ასევე ვგმობთ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა დაჯარიმების ფაქტს.
1 2 [3] 4
Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved