უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
განცხადებები
ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ და რუსულ ენებზე.

 ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებზე.

2009 წლის 6 ნოემბერი

,, ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი”, ,,ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი”, ,,რაფტოს ფონდი”, ,,უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი” და ვილნიუსში დევნილობაში მყოფი ,,ბელორუსიის ადამიანის უფლებათა სახლი” შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების შემდეგ აზერბაიჯანში  შეინიშნება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მზარდი სამთავრობო კონტროლის დამყარების ტენდენცია.

2009 წლის 30 ოქტომბერი
30 ოქტომბერს – პოლიტიკურ პატიმართა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ სოლიდარობას უცხადებს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ ან ზეწოლის ქვეშ მყოფ ადამიანებს ნებისმიერ ქვეყანაში საზღვრების მიუხედავად.
ქსელი განსაკუთებულ შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან დაკავშირებით. ქსელი ამ ქვეყნების მთავრობებს  პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და  პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. ნახეთ სრული ტექსტი PDF-ში
2009 წლის 11 სექტემბერი

,,უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური" ქსელი მწუხარებას გამოხატავს ნოვრუზალი მამადოვის პატიმრობის დროს გარდაცვალების გამო. იგი გაზეთ ,,თალოში სადოს” მთავარი რედაქტორი და თალიშური კულტურის ცენტრის ხელმძვანელი იყო.
,,უფლებამდაცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი” უერთდება ,,ფონდ ადამიანის უფლებათა სახლის” საგანგებო მიმართვას აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი ნოვრუზალი მამადოვის სიკვდილის სრულყოფილი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიების მოთხოვნის თაობაზე.

ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

                                  2009 წლის 20 ივლისი

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ 17 ივლისს საგანგებო სესიაზე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ცვლილებები შეტანილ იქნა საქართველოს კანონში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, საქართველოს კანონში პოლიციის შესახებ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ნახეთ PDF ვერსია
2009 წლის 17 ივლისი

2009 წლის 17 ივლისს „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურმა ქსელმა“, „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდმა“ და  „კოალიციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ საქართველოში, კერძოდ კი, ბაზალეთში ქსელის რეგიონულ შეხვედრაზე მართლმსაჯულების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ნახეთ სრული ტექსტი PDF-ში

2009 წლის 17 ივლისი

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ გმობს ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველის ნატალია ესტემიროვას მკვლელობას. მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს ქსელის წევრები მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ჩაატაროს საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება ამ და სხვა ადამიანის უფლებათა დამცველების მკვლელების საქმეებზე, რომლებიც რუსეთში მოხდა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას უზრუნველყოს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნა. ნახეთ სრული ტექსტი PDF-ში
2009 წლის 17 ივლისი

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“  გმობს ადნან ჰაჯიზადესა და ემინ მილის (აბდულაიევის) უკანონო დაპატიმრებას, ცემას და უარს დროულ სამედიცინო დახმარებაზე. სრული ვერსია ნახეთ PDF-ში
2009 წლის 23 ივნისი

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ უკიდურესად შეშფოთებულია ქართული ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაპატიმრების და მათ წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდების გამოყენების გამო. ინციდენტები ბოლო ორი თვის მანძილზე, 2009 წლის 9 აპრილს დაწყებული დემონსტრაციების შემდეგ ხდება. ინციდენტების რაოდენობამ ბოლო ხანს იმატა.
2009 წლის 18 ივნისი, ხუთშაბათი

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“  შეშფოთებას გამოთქვამს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონში „არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ (საზოგადოებრივი გაერთიანებები და ფონდები)“  შესატანი ცვლილებების თაობაზე. ცვლილებების პროექტი აზერბაიჯანის პარლამენტმა 19 ივნისს უნდა განიხილოს. ქსელის წევრები მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხელისუფლებას ცვლილებების პროექტის თაობაზე,  არ უწარმოებია კონსულტაციები არც აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების და არც საერთაშორისო საზოგადოების  წარმომადგენლებთან. შესაბამისად, ამ ორგანიზაციებს ცვლილებების პროექტზე რეაგირებისთვის მცირე დრო ჰქონდათ. ნახეთ სრული ტექსტი PDF -ში
ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

3 მაისი, 2009

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 2009 წლის 3 მაისს „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში  პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედია საშუალებების აკრძალვა, ცენზურა და ჟურნალისტებზე ზეწოლა სერიოზულ პრობლემად რჩება სამივე ქვეყანაში. ამასთან, საქართველოსა და სომხეთისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანში ცილისწამება სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. ნახეთ სრული ტექსტი PDF-ში

1 2 3 [4]
Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved