უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული ახალი კანონის თაობაზე
[18.06.2009]
2009 წლის 18 ივნისი

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“  შეშფოთებას გამოთქვამს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონში „არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ (საზოგადოებრივი გაერთიანებები და ფონდები)“  შესატანი ცვლილებების თაობაზე. ცვლილებების პროექტი აზერბაიჯანის პარლამენტმა 19 ივნისს უნდა განიხილოს. ქსელის წევრები მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხელისუფლებას ცვლილებების პროექტის თაობაზე,  არ უწარმოებია კონსულტაციები არც აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების და არც საერთაშორისო საზოგადოების  წარმომადგენლებთან. შესაბამისად, ამ ორგანიზაციებს ცვლილებების პროექტზე რეაგირებისთვის მცირე დრო ჰქონდათ.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“  შეშფოთებას გამოთქვამს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონში „არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ (საზოგადოებრივი გაერთიანებები და ფონდები)“  შესატანი ცვლილებების თაობაზე. ცვლილებების პროექტი აზერბაიჯანის პარლამენტმა 19 ივნისს უნდა განიხილოს.
არსებული სახით ამ ცვლილებების მიღება, სერიოზულად შეზღუდავს გაერთიანების თავისუფლებას, რაც აზერბაიჯანის კონსტიტუციას და ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. კერძოდ, საუბარია ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს აზერბაიჯანის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციიდან, საერთაშორისო პაქტიდან სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებების შესახებ. ამ კანონის არსებული სახით მიღება ასევე ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის მიერ ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის ფარგლებში, ევროსაბჭოსა და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებებს.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“  განსაკუთრებით შეშფოთებულია შემდეგი ცვლილებების გამო:

•    არასამთავრობო ორგანიზაციის მოღვაწეობის აკრძალვა რეგისტრაციის მიღებამდე. ახლანდელი მდგომარეობით ინდივიდების ჯგუფს აქვს უფლება  იმოქმედოს როგორც ერთიანმა სუბიექტმა. ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის 11 მუხლს და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სასამართლოს, რომელიც დაურეგისტრირებელი არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას ეხება.
•    მოთხოვნა, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 50 % ადგილობრივი წყაროებიდან მოდიოდეს ხელს შეუშლის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, რადგან ბევრი მათგანი „მოდარაჯე ძაღლის“ ფუნქციის შესასრულებლად საერთაშორისო წყაროებიდან იღებს დაფინანსებას.
•    შესატანი ცვლილებებით მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეს ან აზერბაიჯანში ცხოვრების უფლების მქონე პირს ექნება უფლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. ეს ცვლილება დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის კონსტიტუციის 25-ე მუხლს და დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ საყოველთაოდ მიღებულ ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
•    ცვლილებების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყნის რეგიონების 1/3-ში უნდა ჰქონდეს ოფისები ან წარმომადგენლობები. იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანს ბევრი ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეული აქვს, რთული იქნება ამ მოთხოვნის შესრულება. ეს რეგიონულ ორგანიზაციებს  ქვეყნის მასშტაბით მუშაობის შესაძლებლობას უზღუდავს.
•    უცხოური ორგანიზაციების ფუნქციონირება დამოკიდებული იქნება მთავრობათაშორის შეთანხმებებზე. ამ ცვლილების თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირება ხელისუფლების წარმომადგენლების სურვილზე იქნება დამოკიდებული.

საერთო ჯამში, კანონპროექტს ბევრი ხარვეზი აქვს, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიული ღირებულებებს, არღვევს ადამიანის უფლებების დამცველების უფლებებს, რომლებიც გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველების დეკლარაციით არის გარანტირებული. ასეთი კანონების მიღება ბოლოდროინდელი ტენდენციის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის გაკონტროლებას. თუ ამ ცვლილებების განხორციელებას ხელი არ შეეშალა, არსებობს საფრთხე, რომ მსგავსი ცვლილებების მიღების მცდელობა მეზობელ ქვეყნებშიც დაფიქსირდეს.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს:

•    დაუყოვნებლივ დაიწყონ დიალოგი იმ საერთაშორისო და ადგილობრივ სუბიექტებთან, რომლებზეც გავლენას ახდენს ცვლილებები, რათა მოხდეს არსებული კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და მისი შესაბამისობაში მოყვანა იმ საერთაშორისო მოთხოვნებთან, რომელთა შესრულების ვალდებულებაც აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო.
•    გადაიდოს ცვლილებების განხილვა, მანამ სანამ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, ვენეციის კომისია არ მოამზადებს დასკვნას ცვლილებების თაობაზე.
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას:

•    განახორციელოს ზეწოლა აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე, რათა არ შეიტანოს ცვლილებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონში „არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ (საზოგადოებრივი გაერთიანებები და ფონდები)“;
•    მოუწოდოს აზერბაიჯანს, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას პატივი სცეს გაერთიანების თავისუფლებას და ადამიანის უფლებათა დამცველების უფლებებს. ნახეთ სრული ტექსტი PDF -ში


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved